ნაცნობი კაკუნი.
-არ გაახურეს...მაინც
და მაინც შუა ღამისას რომ
უნდებათ კაცის კვლა და ყაჩაღობები...
წაიბურტყუნა რა გუგამ, წამოდგა,
ნაჩქარევად წამოდგომას ჩვეულმა ჩოხა უცებ ჩაიცვა, ჯოხს დაეყრდნო
და კარი გააღო.
ლიმარს არაფერი უთქვამს, თავით
აჩვენა, მომყევიო. გუგამაც არ დააყოვნა.
-დილის ოთხი საათი იქნება,
თან ჩქარი ნაბიჯით მივდივართ. ჩემი ფეხი რომ
არა, ალბათ გავიქცეოდით კიდევაც. მკვლელობა, არა?